ლევან გაბუნია ბევრს მუშაობდა კრებულზე „ქართველები“, რომლის ერთ-ერთი ავტორი ისიც იყო. მან წარმატებით შეძლო ერთ ნარკვევში მოექცია მევენახეობა-მეღვინეობის გარშემო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაუნჯებული უნიკალური ეთნოგრაფიული მასალა, რათა მთლიანობაში წარმოეჩინა ეროვნული კულტურის ეს უნიკალური ფენომენი. წინამდებარე პუბლიკაცია ამ ნაშრომზეა დაფუძნებული.