ციფრული ბიბლიოთეკა

ვალერიან ზუხბაია

1914 - 2011

ავტორის შესახებ

ვალერიან ზუხბაია ( დ. 9 აპრილი, 1914 – გ. 27 მაისი, 2011 ) – გეოლოგი, მეცნიერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს. 1946–1951 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ასსრ-ის საწარმოო ძალთა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1951 წლიდან მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, გეოგრაფიის კათედრის გამგე), 1954–1959 წლებში ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1959–1993 წლებში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, 1993–2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში (წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში (პროფესორი). ვალერიან ზუხბაია არის ავტორი უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა (მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მოკლე კურსი; ზოგადი გეოლოგიის პრაქტიკუმი; ზოგადი გეოლოგია; მხარეთმცოდნეობა). მან გამოიკვლია და დაადგინა 4000-მდე აფხაზური ტოპონიმი, შეისწავლა ქვის კულტურის ისტორია საქართველოში, ძვირფასი ქვები "ვეფხისტყაოსანში" და სხვ. პროფესორი (1992).