ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქართლის ცხოვრების ქვის ფურცლები

გამოცემის წელი1975
გამომცემლობანაკადული

„„ქართლის ცხოვრების ქვის ფურცლები“ – ცოტა უცნაური სათაურია, არა? მაგრამ ვისაც მცხეთა და მისი ახლო-მახლო ადგილები დაუთვალიერებია, გავლით კი არა, ყურადღებით, საგულდაგულოდ, მას ასეთი გამოთქმა – ქვის ფურცლებიო – არ გააკვირვებს, ვინაიდან საქართველოს მდიდარი მატიანის ერთი ფურცელი ჯვრის ტაძარია, მეორე – სამთავრო, მესამე – ბაგინეთი, მეოთხე –არმაზციხე, მეხუთე – სვეტიცხოველი... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ... ნახეთ, რა ნაირფერია ამ ნაგებობათა ქვის პერანგები. აქეთ რომ ყვითელი ქვა შემოგანათებთ, იქით რუხი და მწვანე ფერის ქვები განაბულან წყნარად. სადღაც გუმბათთან თუ სარკმლის წარბზე კი ბროწეულის ყვავილივით ანთია წითელი ქვა. არ გაინტერესებთ, რა ქვებია ეს, რა ჰქვია მათ, საიდან მოუტანიათ და როგორ წარმოქმნილან? ჰო-და, ყოველივე ამაზე მოგითხრობთ ამ წიგნში. წაიკითხავთ და მერე, როცა რომელიმე ამ ძეგლს ჩაუვლით, ანდა კლდოვან ხეობაში მანქანით გაიქროლებთ, თქვენ თვითონ გამოიცნობთ, რა ქვითაა ნაგები სვეტიცხოველი, ყინწვისი, ფიტარეთი, ქაშუეთი, ნიკორწმინდა, მახუნცეთის თუ ბესლეთის ხიდები".