ციფრული ბიბლიოთეკა

იური (გიორგი) ბიბილეიშვილი

1935 - 2017

ავტორის შესახებ

იური (გიორგი) ბიბილეიშვილი ( დ. 1 ნოემბერი, 1935, სოფელი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი – გ. 1 აგვისტო, 2017 ) – ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი.

1962 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით-ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებელი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.