ავტორის შესახებ
ვახტანგ ჩიქოვანი ( დ. 24 ივნისი, 1948 ) – ანთროპოლოგი, ეთნოლოგი, მეცნიერი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1971 წელს. ვიზუალური ანთროპოლოგიის სპეციალისტი. 1974-1995 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1989-1995 წლებში ხელმძღვანელობდა კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილებას. 2003-2008 წლებში, ბერკლის უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტში კითხულობდა ქართული ენისა და კულტურის კურსს. 2008 წლიდან არის ბერკლის უნივერსიტეტის სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტთან ასოცირებული მკვლევარი.