კონკრეტული მონაცემების საფუძველზე ნაშრომში ნაჩვენები ბრძოლა, რომელიც მავნე წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ წარმოებდა XIX საუკუნის II ნახევარში ქართული მოწინავე პრესის ფურცლებზე. გაშუქებულია ბრძოლის ტაქტიკა, სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენის დამოკიდებულება აღნიშნულ წეს-ჩვეულებათა მიმართ, გამოვლენილია პოზიტიური ელემენტები ამ ბრძოლაში.