ციფრული ბიბლიოთეკა

თამაზ იმედაძე

1935 -

ავტორის შესახებ

თამაზ იმედაძე ( დ. 15 ივლისი, 1935 ) – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯის პროფესორი. 1959-1967 წლებში მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში უფროსი ლაბორანტის, ასისტენტის, ლექტორის თანამდებობაზე. 1963-1988 წწ იყო ხელმძღვანელ კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე. მათ შორის პარტიის ჩოხატაურის და სამტრედიის რაიკომის პირველი მდივანი. 1988 წლიდან მუშაობდა „საქაგრომრეწვის“ სახელმწიფო კომიტეტში კვების მრეწველობის მთავარი სამმართველოს უფროსად – რესპუბლიკის მინისტრის რანგში, შემდგომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მთავარი სამმართველოს უფროსად და კოლეგიის წევრად.  2004 2007 წლებში იყო ქართულ-ბრიტანული ინსტიტუტის პრორექტორი, 2007 წლიდან დღემდე იგი საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის, ამჟამად საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯის სრული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია. არის ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით, მათ შორის „ღირსების ორდენით“. არის რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი.