,,წიგნის მთავარი გმირი საინტერესოდ გადმოგვცემს მისი მრავალმხრივობით გამორჩეულ ცხოვრებას ცალკეული ეპიზოდების, მოვლენების, თუ პროცესების, ადამიანებთან დამოკიდებულების ნიუანსების, პირადი განცდების წარმოჩენით, რაც მთავარია, გულწრფელობით ცდილობს მთავარი სათქმელი თქვას და მკითხველს გაუადვილოს მისი მოქალაქეობრივი პოზიციის ობიექტურად აღქმა და შეფასება. წიგნი საინტერესო ნაშრომია. მას ავტორთან ერთად 51 საინტერესო რესპონდენტი ჰყავს. თითოეული მათგანი, ჩვენი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი, ცხოვრების უნიკალური გამოცდილებით გამორჩეული საკუთარ აზრს ბატონი თამაზის შესახებ გულწრფელად და მოწიწებით, მისადმი დიდი სიყვარულით გამოხატავს. ამიტომაა იგი მნიშვნელოვანი. მას საფუძვლად უდევს ნდობა, როგორც ასეთი. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ წიგნის ავტორისა და სხვა პიროვნებათა მთავარი სათქმელი და თქმის ფორმაც ერთ სიბრტყეზე განთავსდა. ესაა თაობის დამოკიდებულება ხალხისა და ქვეყნის მიმართ" – ნოდარ ჭითანავა.