ავტორის შესახებ
პაპუნა ორბელიანი – XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე, სამეფო კართან დაახლოებული პირი. მას ეკუთვნის ისტორიული თხზულება „ამბავი ქართლისანი“, რომელიც ეხება 1739-1758 საქართველოს ისტორიას და წარმოადგენს სეხნია ჩხეიძის ნაშრომის გაგრძელებას.