,,XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის პაპუნა ორბელიანის თხზულება „ამბავნი ქართლისანი“, რომელიც მოიცავს 1739-1758 წლების ისტორიას, ძველი ქართული საისტორიო მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშთაგანია. ნაშრომის ღირსება და მნიშვნელობა ისტორიული მეცნიერებისათვის იმით იზრდება, რომ ავტორი თანამედროვე და ხშირად აქტიური მონაწილეა მის მიერ აღწერილი ფაქტებისა საქართველოსა და ირანში. პაპუნა ორბელიანი დაწვრილებით გადმოსცემს ქართველი ხალხის ბრძოლას უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ, იძლევა დიდძალ მასალას საქართველოს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესასწავლად და გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობებს საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან".