ავტორის შესახებ
რუსიკო კობახიძე ( დ. 1964 ) – 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით. 1987-1989 წლებში მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებულ „ვეფხისტყაოსნის კომისიაში“, 1989 წელს ჩააბარა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში ქართველოლოგიის განყოფილებაზე. 1998-2000 წლებში მუშაობდა კერძო სკოლა „ფესვებში“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2012 წლიდან 2017 წლამდე სწავლობდა თსუ ბიზანტიური ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. 2017 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 2014 წლიდან მუშაობს მკვლევრად და რედაქტორად „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“. 2018 წლიდან მუშაობს თბილისის მწვანე სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2020 წელს კითხულობს აკადემიური წერის კურსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის ფარგლებში. მონაწილეობა მიუღია საერთაშორისო კონფერენციებში: 2013 – საერთაშორისო კონფერენცია – „ბიზანტინოლოგია საქართველოში – 4“, მოხსენება – „ვენახის ბიბლიური სახისმეტყველებისათვის“. 2014 – საერთაშორისო კონფერენცია – „Topical Issues of Ancient Culture and its Heritage”. მოხსენება - „Typological Correlations of the Symbol of Wine in Byzantine Exegesis”. კონფერენციებში მონაწილეობა: 2018 – თავისუფალი უნივერსიტეტი – აკადემიური კონფერენცია „საქართველოს პირველი რესპუბლიკა: სამართლებრივი და პოლიტიკური რეტროსპექტივა“. მოხსენება – „საკუთრების უფლება და ეკლესია“.



