ავტორის შესახებ
გრიგოლ ჯოხაძე – ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მიმართულებით. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1996 წელს კი – ასპირანტურა. 2002 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველოს ეკლესიის ისტორია მე-13-14 სს“. ძირითადი კვლევითი საკითხებია: შუა საუკუნეთა ისტორიისა და ფილოსოფიის, რელიგიურ, შედარებითი ლიტერატურისა და სემიოტიკის პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს დაარსების დღიდან. იყო ჰუმანიტარული და კულტურის კვლევების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის წევრია.