,,ამ წიგნში გაერთიანებული ესსეები ჩემი სალიტერატურო და მთარგმნელობითი საქმიანობის შუალედური შეჯამებაა, ერთგვარი „შუალედური შეფასება", რომელსაც ასე მიელტვიან სტუდენტები და რომელიც ასე გვაფრთხობს ლექტორებს: პირველთ თავიანთი გვარ-სახელის გასწვრივ სანუკვარი ქულების დანახვა ესულსწრაფებათ, მეორეთ კი სურთ, მცირე ხნით მაინც გადაავადონ განხიბვლის დამაავადებელი განცდა, რომელიც ასე ხშირად გვეწვევა ხოლმე copy-paste-ით – ამ თანამედროვე მტერ-მოყვრის „სამსახურით“ თავზარდაცემულთ – სტუდენტთა „ნაშრომების“ კითხვისას! და ეს მაინც „შუალედური შეფასებაა“: ახლა თითქოს მე მეკითხებიან, მე მამოწმებენ, ჩემგან მოელიან პასუხს იმაზე, რაზე პასუხიც ყოველთვის საინტერესოა: კითხვები მარადიულია. მხოლოდ პასუხებია ფრაგმენტული და ორიგინალური" – გრიგოლ ჯოხაძე.