ავტორის შესახებ
ლავრენტი ჯანიაშვილი ( დ. 19 აპრილი, 1964 ) – ისტორიკოსი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერი, პედაგოგი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1990 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1993 წელს. 1994 წლიდან მუშაობს ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 2006 წლიდან არის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2007 წლიდან არის კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე; გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო პუბლკიკაცია მათ შორის: "Traditional law in the Caucasus, local legal practices in the Georgian lowlands" ed. Stephane Voell, Curupira, (თანაავტორი, 2016), "სოციალური უსაფრთხოების ეთნიკური ასპექტები პოლიეთნიკურ საზოგადოებაში" (თანაავტორი, 2012).