წინამდებარე გამოკვლევა დაფუძნებულია კომპლექსურ ისტორიულ, ეთნოლოგიურ და სოციოლოგიურ მეთოდოლოგიაზე. საქართველოში რეპატრირებული მოსახლეობისა და სამცხე-ჯავახეთის მკვიდრთა კვლევისას გამოყენებულია ტრადიციული კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდი (მესხების სოციალური და მატერიალური ყოფის ინტენსიური აღწერა-შესწავლა კომპლექსში, სტრუქტურის, ტექნიკისა და ფუნქციის მიხედვით). საველე ეთნოგრაფიული მასალა შეკრებილია 1991-2005 წლებში სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის გურიის და აჭარის რეგიონებში, ასევე უკრაინაში (ხერსონის ოლქი), რუსეთში (კრასნოდარის მხარე) და აზერბაიჯანში (საათლის რეგიონი). ყოფისა და კულტურის ელემენტები შესწავლილია, როგორც ვერტიკალურ (ისტორიულ) ისე ჰორიზონტალურ ჭრილში. ისტორიული პროცესების ანალიზი დაფუძნებულია შედარებით ისტორიულ მეთოდზე.