ავტორის შესახებ
მარსელ პრუსტი ( დ. 10 ივლისი, 1871 – გ. 18 ნოემბერი, 1922 ) – ფრანგი მწერალი, მოდერნიზმის მამამთავარი, დეკადენტური რომანის ფუძემდებელი. ავტორი მონუმენტალური ნაწარმოებების სერიისა - "დაკარგული დროის ძიებაში" (7 წიგნი, 16 ტომად). მარსელ პრუსტს ერთი ნაწარმოების ავტორს უწოდებენ (თუმცა იგი ასევე ავტორია რომანისა "ჟან სანტეი", გამოქვეყნდა 1952 წელს; მოთხრობებისა და ესეების კრებულებისა "სტილიზაცია და ნარევი", 1919 და სხვა), რადგან ამ ერთმა თხზულებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ფრანგული და საერთოდ ევროპული რომანის შედმგომ განვითარებაზე, მრავალი მიმბაძველი თუ მიმდევარი გაუჩინა მას.