ციფრული ბიბლიოთეკა

თეიმურაზ პეტრიაშვილი

ავტორის შესახებ

თეიმურაზ პეტრიაშვილი ( დ. 24 ივლისი, 1949 – გ. 2019 ) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენის ფაკულტეტი 1972 წელს. 1975-1976წწ. იყო ამბროლაურის რაიონული სანეპისადგურის ექიმი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი-თერაპევტი; 1976-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1986-1995წწ. დოცენტი, 1995 წლიდან აღნიშნული კათედრის პროფესორი. ავტორია 92 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სისხლის მიკროცირკულაციის თავისებურებებს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დროს, მრავალი პუბლიკაციისა და ოთხი ისტორიული ხასიათის წიგნისა, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია.