წინამდებარე მონოგრაფიაში მოწოდებულია ინფორმაცია ახალი სამკურნალო საშუალება ნოვოგენის შესახებ. დეტალურადაა მოწოდებული ნოვოგენის თითოეული შემადგენელი კომპონენტის ბიოლოგიური მნიშვნელობა და ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმები. საინტერესოდაა განხილული ნოვოგენის შექმნის ისტორია, მისი კლინიკური გამოყენების დღევანდელობა და პერსპექტივები. მოწოდებულია სიმსივნური დაავადებების,შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, კლიმაქტერიული სინდრომის, ვირუსული პათოლოგიების (მათ შორის C ჰეპატიტის) პათოგენეზური გზებისა და თერაპიული ასპექტების სრულიად ახლებური ხედვა.