ავტორის შესახებ
მოსე იოზეფ როთი ( დ. 2 სექტემბერი, 1894 – გ. 27 მაისი, 1939 ) – ავსტრიელი ჟურნალისტი და რომანისტი, ცნობილია რომანით „რადეცკის მარში“ (1932), რომელიც საოჯახო საგაა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაკნინებისა და დაცემის შესახებ მოგვითხრობს. მის სხვა გახმაურებულ ნამუშევრებს შორისაა რომანი „იობი“ (1930), რომელიც იობის წიგნზეა დაფუძნებული და რწმენაშერყეული ებრაელის შესახებ მოგვითხრობს. ასევე ცნობილია როთის ესე „მოხეტიალე ებრაელები“ (1927), რომელშიც იგი პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის რევოლუციის შემდეგ აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპაში ემიგრირებულ ებრაელთა ყოფას განიხილავს. XXI საუკუნეში როთის შემოქმედებისადმი ინტერესი ინგლისურ ენაზე „რადეცკის მარშის“ და მისი ჟურნალისტური ნაშრომების გამოქვეყნებამ განაახლა.