,,წინამდებარე ტექსტები გერმანულენოვან პრესაში ქვეყნდებოდა 1915-1924 წლებში. გენიალური ავტორის ნიჭის ორთავე, ბელეტრისტული და ჟურნალისტური ემანაცია ადამიანის უსაზღვრო სიყვარულითაა შუქმოსილი და გონებამახვილური, ელვარე, ფილიგრანული სტილის დარჯაკში გამობრძმედილი. იოზეფ როთის მიმართ თამამად შეიძლება გავიმეოროთ მისივე სიტყვები, ნათქვამი ანეტე კოლბისათვის: „თქვენი ყოველი წინადადება მარგალიტია, ყოველი სურათი სიცოცხლე, ყოველი აზრი ჭეშმარიტება და ყოველი დაკვირვება სიბრძნე“.