ავტორის შესახებ
ამირან ტაკიძე ( დ. 24 აგვისტო, 1958, სოფელი ალამბარი, ქობულეთის რაიონი ) – ქართველი მათემატიკოსი, პოლიტიკოსი.
1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექნიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.