ავტორის შესახებ
მანანა გაგოშიძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯის ასოცირებული პროფესორი. 1984 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1984-2000 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, 2000 წლიდან დღემდე არის თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010-2011 წლებში იყო სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. არის 10-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი.