წიგნში მკითხველი განათლების სოციოლოგიის ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ იმპლიკაციებს და განათლების, როგორც სოციალური ფენომენის შესახებ არსებულ სოციოლოგიურ ხედვებსა და მიდგომებს გაეცნობა. მასში განხილულია განათლების, როგორც სოციალური მოვლენისა და ინსტიტუტის შესახებ არსებული სოციოლოგიური კონცეფციები, განათლებისა და სოციალური გარემოს ურთიერთზემოქმედების საკითხები, განათლების სფეროში დასავლეთის ქვეყნებში ჩატარებული ემპირიული სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგები და მრავალი სხვა.