ციფრული ბიბლიოთეკა

გერონტი შუშანაშვილი

1939 - 2012

ავტორის შესახებ

გერონტი შუშანაშვილი ( დ. 25 სექტემბერი, 1939 – გ. 6 ივლისი, 2012 ) – მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1964 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1968 წელს. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ეთიკის განყოფილების გამგე. მისი მეცნიერული ინტერესი ძირითადად მიმართულია ეთიკისა და ღირებულების პრობლემებისადმი, დგას ღირებულებითი ეთიკის პოზიციებზე. მისი თვალსაზრისი ენათესავება ფონ რინტელენის აქსიოლოგიურ თვალსაზრისს. იგი ავტორია რამდენიმე მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნიერო სტატიისა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.