წინამდებარე ნაშრომის მიზანია გაარკვიოს ღირებულების გამოვლენის ხასიათი საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმებში. ნაჩვენებია, რომ ღირებულებით ურთიერთობათა არსებობა შესაძლებლობას იძლევა საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმები დავახასიათოთ როგორც ღირებულებით ურთიერთობათა ტიპები, რომელთა თავისებურებას და როგორობას განსაზღვრავს მოცემული ტიპისათვის დამახასიათებელი ღირებულებათა იერარქია. ეს უკანასკნელი თავის სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა კულტურა (ზნეობრივი, სამართლებრივი, პოლიტიკური, რელიგიური და სხვ).