ციფრული ბიბლიოთეკა

ლეო შტრაუსი

1899 - 1973

ავტორის შესახებ

ლეო შტრაუსი ( დ. 20 სექტემბერი, 1899 – გ. 18 ოქტომბერი, 1973 ) – ებრაული წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკური ფილოსოფოსი. შტრაუსი დაიბადა გერმანიაში, ქალაქ კირჰაინში. მოგვიანებით, 1937 წელს, იგი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შტრაუსმა ჩიკაგოს უნივერსიტეტში დაჰყო, სადაც იგი სტუდენტთა არაერთ თაობას ასწავლიდა, აქვე მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოსცა.