ავტორის შესახებ
თეო კობუში ( დ. 9 აპრილი, 1948 ) – პროფესორი, დოქტორი, ანტიკური ფილოსოფიისა და რომაულ-კათოლიკური თეოლოგიის ცნობილი სპეციალისტი. 2003 წლიდან არის ფილოსოფიის კათედრის გამგე და ფილოსოფიის ინსტიტუტის საქმეთა განმკარგველი დირექტორი ბონის უნივერსიტეტში. პლატონის შესახებ მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების საფუძველზე ცნობილია სპეციალისტთა ფართო წრეში; დოქტორი კობუში „ფილოსოფიის ისტორიის ლექსიკონის“ პასუხისმგებელი თანარედაქტორია, მასვე ეკუთვნის რამდენიმე სტატია ლექსიკონში. იგი ასევე არის ფილოსოფიის გერმანულენოვან დოცენტთა კონსორციუმის თავმჯდომარე კათოლიკური თეოლოგიის განხრით და ანტიკური ფილოსოფიის საზოგადოების საქმეთა განმკარგველი დირექტორი.