,,როდესაც ედიტორებმა გადავწყვიტეთ ამ კრებულისთვის კულტურა რელიგია ფილოსოფია დაგვერქმია, ამით, უპირველესად, ის კი არ იყო ნაგულისხმები, რომ ამ სამი აკადემიური მიმართულებიდან ცალკე შეგვერჩია სტატიები და ურთიერთკავშირის გარეშე გამოგვექვეყნებინა, ან ადამიანობის ამ სამ ფენომენზე დამოუკიდებლად გვემსჯელა, არამედ სხვადასხვა აკადემიური პერსპექტივიდან შევხებოდით ამ კაცობრიულ წარმონაქმნებს და შეძლებისდაგვარად მათი ერთიანობა/განსხვავებულობა და მისი მატარებელი - და, გარკვეულწილად, საფუძველი - ადამიანი, მისი ქმედებების და მიმართებების პროექციაში წარმოგვეჩინა".