ავტორის შესახებ
იორგ ჰარდი – ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი. სავიზიტო პროფესურა აქვს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, რუსეთის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ქრისტიანულ აკადემიაში და, ასევე, ჩინეთის უნივერსიტეტში. ჰარდი არის მიუნსტერის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის -„ნორმების დაფუძნება მედიცინის ეთიკასა და ბიოპოლიტიკაში“ - წევრი. ამასთან, იგი არის ინტერნაცონალური ჟურნალის - „გამოყენებითი ფილოსოფიის“ - გამომცემელი. ჰარდის მონოგრაფიათა თემატიკა მოიცავს როგორც ძველი ბერძნული ფილოსოფიის საწყისებს, ასევე ახალი დროის ფილოსოფიას.