ავტორის შესახებ
კლარა ბარათაშვილი ( დ. 27 მაისი, 1950 – გ. 7 ნოემბერი, 2012 ) – ჟურნალისტი.
დაიბადა დეპორტაციაში, სკოლა აზერბაიჯანში დაამთავრა. 1989 წელს დაბრუნდა საქართველოში. დაკავებული იყო დეპორტირებული მესხების, ეროვნული უმცირესობებისა და იძულებითი მიგრაციის საკითხებით. ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას "ლატიფშას ბარათაშვილის ფონდს", შემდეგ კი კავშირს "პატრია". გამოდიოდა ბეჭდვით ორგანოებში, საერთაშორისო და სამეცნიერო კონფერენციებზე, იყო ჟურნალ "კავკაზსკი აქცენტი"-სა და ინტერნეტ-გამოცემა "კავკასსკი უზელ"-ის კორესპონდენტი. აი, რას წერდა ის საკუთარ თავზე: "ჩემი ძირითადი შემოქმედება ჩემი ცხოვრებაა განვიცადე დევნა, ვშიმშილობდი, მციოდა. ავადმყოფობდი და მიჭირდა. კარგად ვიცი პროგრესის ფასი, დიდია განსხვავება სამშობლოდან შორს და მშობლიურ მიწაზე ყოფნას შორის. უცხო მხარეში შენთვის მხოლოდ აწმყო არსებობს, შინ კი წარსულიც გაქვს და მომავალიც გრძნობ კავშირს მშობლიურ მიწასთან. პოულობ შენს ფესვებს და ამაოდ არ ირჯები სხვა სამყაროების ძებნაში, შეიცნობ საკუთარ თავს და იმკვიდრებ შენს ადგილს სამყაროში". ლატიფშაჰ ბარათაშვილის ქალიშვილი.