ავტორის შესახებ
ჯეინ ოსტინი ( დ. 16 დეკემბერი, 1775 – გ. 18 ივლისი, 1817 ) – ინგლისელი მწერალი, რომანისტი, ინგლისური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც ცნობილია თავისი 6 ძირითადი რომანით. ჯეინ ოსტინს მოიხსენიებენ, როგორც სენტიმენტალიზმის სკოლის უბდალო წარმომადგენლად ასევე ინგლისური რეალიზმის წინამორბედად. მისი ლიტერატურული საქმიანობა XVIII ს-ის ბოლო და XIX საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა. ჯეინ ოსტინის პირველი რომანი „გრძნობა და გონება“, 1811 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე მოიპოვა აღიარება. მას მალევე მოჰყვა „სიამაყე და მცდარი აზრი“, „მენსფილდ-პარკი“, „ემა“ და სხვა.