,,მორცხვი, სუსტი ფანი პრაისი "ღარიბი ნათესავის" სრულქმნილი სახეა. ათი წლის ფანი მამისეული, ღარიბული სახლიდან მდიდარი ბიძის ოჯახში, მენსფილდ-პარკის უსულგულო ფუფუნებაში საცხოვრებლად მიჰყავთ. გოგონას გაზულუქებული, თავკერძა ნათესავები უპირისპირდებიან და მას დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლა უწევს. იმ გარემოში, სადაც ფულისა და ქორწინების თემა ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, ფანის თავისი დეიდაშვილი ედმუნდი უყვარდება".