ავტორის შესახებ
დავით ქართველიშვილი ( დ. 6 ივლისი, 1976, თბილისი ) – ქართველი პროზაიკოსი და ესეისტი. ყურადღება მიიქცია პირველივე მოთხრობების კრებულით „პოპური“ (2001, პრემია წინანდალი 2001, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მწერალი). ამ პერიოდისათვის მისი ნაწარმოებები სტილისტურად ახლოს იყო აკა მორჩილაძის ნაწარმოებებთან და შეიცავდა პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ელემენტებს, თუმცა მისი შემდგომი ნაწარმოებები უკვე თვისობრივად განსხვავებული იყო. ქართველიშვილის რომანი „იყო საღამო იყო დილა“ 2006 წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, ეს ნაწარმოები დღემდე რჩება მის ყველაზე პოპულრაულ ტექსტად. ავტორია რომანებისა: „სიყვარული და მსხალი“ (2009), „მოცემულობა“ (2011), „ათი ქალწული“ (2012). ქართველიშვილის წიგნების უმრავლესობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაშია დაბეჭდილი (მათ შორის – კრებული „6 სიზმარი“). 2010-2011 წლებში იყო საქართველოს პენ-ცენტრის დროებითი პრეზიდენტი.