ახალგაზრდა მწერალს, ირაკლი ანდღულაძეს, ცნობილი ბიზნესმენი საინტერესო წინადადებას სთავაზობს: მწერალი ბიზნესმენის სახლში საცხოვრებლად უნდა გადავიდეს და სოლიდური ანაზღაურების ფასად მისი მემუარები დაწეროს - ასე იწყებს მწერალი ირაკლი ანდღულაძე რომანის წერას, სახელწოდებით „ახალი წიგნი“. რეალური ირაკლი ანდღულაძე თავისივე პროტოტიპი პერსონაჟისგან განსხვავებით, ცოლიანია და თავის ახალ რომანში განვითარებულ მოვლენებს საკუთარი რეალური ცხოვრების პარალელურად აღწერს.