ავტორის შესახებ
თეა თოფურია ( დ. 26 ოქტომბერი, 1977 ) – ქართველი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი. დაიბადა ქალაქ სოხუმში. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობს ჟურნალისტად და რედაქტორად ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით 1998 წლიდან. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „პიტნის კალო“, ზღაპრების წიგნი – „პარადიის არდადეგები“ და „გასაღვიძებელი ზღაპრები“, პოეზიის კრებული „ეკოციდი“.