ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

უჩინარი სახლი

გამოცემის წელი2021
გამომცემლობაზოლიანი კატა
რედაქტორიანა ჭაბაშვილი

ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი სკოლის „ა“ კლასის ამბავი საიდუმლოებითაა მოცული. კლასს, სადაც ათი განსაკუთრებული ბავშვი სწავლობდა, თითქოს არც უარსებია — მის შესახებ სკოლაში ყველა დოკუმენტი გააქრეს. მთებზე აშენებული ხუთი სახლი, ლიმონის ბაღი, შუალედური სამყარო და წყალქვეშ მოწყობილი ლაბორატორია... რას მალავენ უფროსები? გავიდა დრო და მოსწავლეების შემდგომი თაობა წლების წინ მომხდარი უცნაური ამბის გამოძიებას იწყებს.

"მე სოხუმში ვარ დაბადებული. როდესაც ქალაქი ბოლოს ვნახე, ზაფხულის მზიანი და მშვიდი დღე იყო, დიდები თავიანთ საქმეებზე მიდიოდნენ, ბავშვებს არდადეგები უხაროდათ. ომი მერე იყო, არ მოვსწრებივარ. მას შემდეგ ბევრი რამ დავწერე, მათ შორის: „გასაღვიძებელი ზღაპრები“, „პარადიის არდადეგები“, „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“... მაგრამ ყოველთვის მინდოდა, ისეთი წიგნი დამეწერა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად იმ ერთი ნათელი დღის შესახებ იქნებოდა. მგონი, გამომივიდა" – თეა თოფურია.