ავტორის შესახებ
ფილიპ მილტონ როთი ( დ. 19 მარტი, 1933, ნიუარკი, ნიუ-ჯერსი, აშშ – გ. 22 მაისი, 2018 ) – ამერიკელი რომანისტი და მოთხრობების ავტორი. საყოველთაო აიღიარება მოიპოვა 1959 წელს დაბეჭდილი ნოველით „მშვიდობით, კოლუმბუს“ — ებრაელ-ამერიკელთა ცხოვრების იუმორისტული აღწერა, რომელმაც მას აშშ-ის ნაციონალური წიგნის ჯილდო მოუტანა. 1969 წელს იგი პოპულარული ხდება რომანით „პორტნოის სინდრომი“, სადაც ახალგაზრდა ებრაელი მამაკაცის იუმორისტული და სექსუალურად ღია ფსიქოლო-ანალიტიკური მონოლოგია მოცემული. როთი ამის შემდეგ მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ავტორი გახდა: მისი წიგნები მას შემდეგ ორჯერ დაჯილდოვდა ნაციონალური წიგნის პრემიით, ორჯერ ნაციონალური წიგნის კრიტიკოსთან წრის პრემიით, და სამჯერ პენ/ფოლკნერის პრემიით. მისი 1997 წლის რომანი „ამერიკული პასტორალი“ პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. ხოლო მისი 2001 წლის რომანი „ადამიანური ლაქა“ (Human Stain) დიდი ბრიტანეთის სალიტერატურო პრემიის ლაურეატი გახდა წლის საუკეთესო წიგნისთვის.