ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ამერიკული პასტორალი

ავტორიფილიპ როთი
მთარგმნელითამარ ლომიძე
გამოცემის წელი2014
გამომცემლობადიოგენე
რედაქტორიირმა ტაველიძე

სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკში ნამდვილი ვარსკვლავია.  ბრწყინვალე სპორტსმენს უფროსები პატივს სცემენ, თანასკოლელ გოგონებს უყვართ, ბიჭები კი აღმერთებენ. „შვედი“ თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვობის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნების მქონე ბიჭის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“  სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს, ქორწინდება „მის ნიუ-ჯერსიზე“ და წარმატებული, ყოველმხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული, მშობლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებული „შვედის“ თექვსმეტი წლის გოგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებს... 1998 წელს რომან „ამერიკული პასტორალისთვის” ფილიპ როთს (1933) პულიცერის პრემია მიენიჭა.