ავტორის შესახებ
ალექსანდრე კუჭუხიძე ( დ. 26 ივნისი, 1921 – გ. 16 ოქტომბერი, 2013 ) – მეცნიერი, ინჟინერ–ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის რკინიგზისა და ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1948 წელს. მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიური ფაკულტეტები, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არასამრეწველო საწარმოთა ეკონომიკის და მართვის კათედრა. 1991 წელს დაარსა საქართველოს ჰუმანიტარულ–ეკონომიკური ინსტიტუტი; 1995 წელს მისივე თაოსნობით შეიქმნა საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია; 1998 წელს სრულიად საქართველოს საზოგადოება "კოლხეთი", კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს ჰუმანიტარულ–ეკონომიკურ ინსტიტუტში. 1996 წელს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსა ჟურნალი "მოამბე", 1996 წელს გაზეთი "განათლება, მეცნიერება, ბიზნესი" და თვითონვე იყო მათი მთავარი რედაქტორი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეკონომიკური დარგის მეცნიერებათა კადრების აღზრდაში.