სახელმძღვანელო ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში განხილულია სახელმწიფოების საგარეო–ეკონომიკურ ურთიერთობათა საკვანძო საკითხები. სახელდობრ თანამედროვე მსოფლიო მეურნეობის არსი, განვითარების მასშტაბები, ტენდენციები და სტრატეგიული მოდელები; ეკონომიკის ადმინისტრაციულ–სამართლებრივი რეგულირების მიმართულებები; საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მაჩვენებლები და პრობლემები კაპიტალისა და სამუშაო ძალის მიგრაციის ფაქტორები, მოტივები, მიმართულებები, საერთაშორისო სავალუტოსა, კრედიტო ურთიერთობები; სახელმწიფოთა ეკონომიკური ინტეგრაციის ფორმები; თავისუფალი ეკონომიკური ზონების წარმოშობის მიზეზები და ფუნქციონირების თავისებურებები; საერთაშორისო ორგანიზაციები; ეკონომიკური ინფორმაციის სახეები, წყაროები; საქართველოს ადგილი მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში და მისი განვითარების პერსპექტივები. მეორე ნაწილში გაშუქებულია კომპანიების საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მეთოდიკური საფუძვლები, განხორციელების გარემო, ეკონომიკური პოლიტიკა და სტრატეგიები, მარკეტინგული და კომერციული საქმიანობა, ეთიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შრომითი რესურსების მართვა, სახელმწიფოებრივი და აუდიტური კონტროლი, უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების საკითხები და სხვ.