ავტორის შესახებ
თორნიკე ერისთავი ( დ. 1954 – გ. 2019 ) – პოეტი. დაიბადა ქუთაისში. 1980 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა გამომცემლობა „მოწამეთას“ (ქუთაისი), მისი რედაქტორობით არაერთი ავტორის წიგნი გამოიცა. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ გაზეთებში. პირველი წიგნი „ნუტრია“ (მოთხრობა) გამოვიდა 1991 წელს, ლექსების პირველი კრებული „და ასე შემდეგ“ – 2003 წელს. შემდეგ გამოიცა მისი პოეტური კრებულები: „ოიდა ოვშალე” (2003) „და მაინც მიწა“ (2008.), „ათასმეერთე ფიქრი“ (2018).