,,ჩვენს დროებაში თორნიკეობაც ძნელია, თორემ ერისთაობა – მთლად უძნელესი. ნამდვილ გვარ-სახელს სასჯელივით ატარებს რაჭის ერისთავთა ჩამომავალი თორნიკე ერისთავი. ატარებს და წუხს მამულზე, ქართველთა ფერნაცვალ ქართველობაზე, კნინზნეობასა და გადაგვარებულ წეს-ადათზე. ნამდვილი პოეტის თვალითა და ხელით, შთამბეჭდავი პოეტური სამოსელითაა შემოგარსული მისი გულისამოტანებით წუხილი, ჭმუნვა და დარდი, და ის ათასი და ათასმეერთე ფიქრიც, ამ მცირე კრებულს ჩვენი სალიტერატურო პროცესის განუყოფელ ნაწილად რომ აქცევს".