ავტორის შესახებ
ნატო ონიანი ( დ. 23 ივლისი, 1961, ქობულეთი ) – ქართველი ჟურნალისტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1985 წელს. 1985 წელს იყო საქართველოს რადიოს პოლიტიკურ გადაცემათა რედაქციის რედაქტორი; 1989-1992წწ. პროგრამა "პიკის საათის" რედაქტორი და ინფორმაციის რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1992-1996წწ. ტელეკომპანია II არხის ინფორმაციის რედაქციის მთავარი რედაქტორი; 1996 წლიდან პირველი არხის ინფორმაციის რედაქციის მთავარი რედაქტორი; ამჟამად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.