ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კრიტიკული აზროვნების საფუძვლები

გამოცემის წელი2020
გამომცემლობაუნივერსალი
რედაქტორინატო ონიანი

,,კრიტიკული აზროვნების ძირითადი ცნება აზროვნებაა. შესაბამისად, წინამდებარე კურსის თეორიული ნაწილი უნდა პასუხობდეს კითხვებს: რა არის აზროვნება? რა განსხვავებაა პრაქტიკულ, ხატოვან და ცნებით აზროვნებას შორის? რა სპეციფიკის მატარებელია კრიტიკული აზროვნება, კრეატიული აზროვნება, ლოგიკური აზროვნება. წინამდებარე ნაშრომის პირველი ნაწილი სწორედ ამ საკვანძო, ფუნდამენტური საკითხების კვლევას ეძღვნება. მეორეს მხრივ, დემოკრატიის გზაზე შემდგარ ინფორმაციულ საზოგადოებას ჰაერივით სჭირდება მოაზროვნე, გონიერი ჟურნალისტები და ჟურნალისტიკა. ამდენად, საჭიროდ ჩავთვალეთ მყარ თეორიულ ფუნდამენტზე აღმოცენებული და მედიაპრაქტიკის ოპტიმიზაციაზე ორიენტირებული ისეთი საკითხების კვლევა, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნების ძირითადი პრინციპები – მედიაშემოქმედების ფუნდამენტი; დაკვირვება და ბჭობა, როგორც ჭეშმარიტების დადგენის გზა მედიატექსტში; არგუმენტი ჟურნალისტის არსენალში; კამათის ეთიკა, ესთეტიკა და ლოგიკა თანამედროვე მედიაპრაქტიკაში და მისთ. ნაშრომის მეორე, პრაქტიკულ ნაწილს უხვი საილუსტრაციო მასალის გარდა, ყოველ თემაზე თანდართული აქვს სავარჯიშოები, გუნდური და ინდივიდუალური პრაქტიკული დავალებები".