ავტორის შესახებ
გიორგი ბაქრაძე ( დ. 1 მაისი, 1908, ბუკისციხე – გ. 1 დეკემბერი, 1989, თბილისი ) – ქართველი მეცნიერ-ეკონომისტი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1962), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975).
1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1937 წლიდან ეწეოდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში. ბაქრაძის ძირითადი მეცნიერული ნაშრომები ეხება პოლიტეკონომიისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ისტორიის საკითხებს.