„2020 წლის ოქტომბერში, გაგანია პანდემიაში, შედარებითი მოცალეობის ჟამს, გადავწყვიტე, ეკონომიკაზე ბლოგი მეწერა. ამასთან, რაკი ისტორიაც განსაკუთრებით მიყვარს, ისიც გადავწყვიტე, ძირითადად მომეთხრო ეკონომიკის ისტორიიდან საინტერესო ფაქტების შესახებ. დაახლოებით ამავე დროს, მიყოლებით წავიკითხე რამდენიმე წიგნი წარსულის ეკონომისტებზე და ორი-სამი პოსტის მერე ჩემი ბლოგის ძირითადი პერსონაჟები სწორედ ისინი გახდნენ. ეს წიგნი ამ ბლოგის შედეგია“ – გიორგი ბაქრაძე.