ავტორის შესახებ
თამთა მიქელაძე – ასოცირებული პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის მაგისტრატურა და სხვადასხვა დროს მუშაობა იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში (2006-2009 წლები), ეროვნული უშიშროების საბჭოში (2009 წელი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე (2009-2013 წლები). 2013 წლიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის პოზიციაზე. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: რელიგიის თავისუფლების და სეკულარიზმის საკითხები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, ლგბტ უფლებები, გამოხატვის თავისუფლება. სხვადასხვა დროს აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, აგრარულ უნივერსიტეტში.