,,წინამდებარე კვლევა ხუთი თავისაგან შედგება. ზემოთ აღწერილი მიზნებიდან და მეთოდოლოგიური ჩარჩოდან – ერთი მხრივ, პანკისის ხეობის „საფრთხედ მონიშვნის“ გენეალოგიური ხაზის ძიება, ხოლო, მეორე მხრივ, პანკისელთა ცხოვრების წესის დომინანტურ სააზროვნო წესთან პირისპირ დაყენების მცდელობა – გამომდინარე, ეს ხუთი თავი, მკითხველს შეუძლია ერთი დიდი სურათის ხუთ ფრაგმენტად წარმოიდგინოს, ხოლო, კვლევის ავტორები იმ „არქეოლოგებად“, რომლებიც ამ ფრაგმენტთა „ამოთხრას“ და „დალაგებას“ ცდილობენ".