ციფრული ბიბლიოთეკა

ლუცინდა ჩხეიძე

1948 -

ავტორის შესახებ

ლუცინდა ჩხეიძე ( დ. 4 ოქტომბერი, 1948 ) – მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2013).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტი არაორგანულ ნივთიერებათა და ქიმიური სასუქების ტექნოლოგია სპეციალობით ინჟინერ ქიმიკოს-ტექნოლოგი 1972 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს. 1967-1968წწ. თბილისის სატყეო მეურნეობა, მუშა-დეკორატორი; 1972 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1972-1975წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრა, ასპირანტი; 1975-1984წწ. არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრა, უმცროსი მეცნიერ - მუშაკი; 1985 წელს არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრა, უფროსი მეცნიერ - მუშაკი; 1985-1987წწ. არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრა, ასისტენტი; 1987-1990წწ. მაღაროს აეროლოგიისა და შრომის დაცვის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1990-2006წწ. მაღაროს აეროლოგიისა და შრომის დაცვის კათედრა, დოცენტი; 2006-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოც. პროფესორი; 2013 წლიდან შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, პროფესორი.