ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

საინჟინრო უსაფრთხოება : განმარტებითი ლექსიკონი

განმარტებით ლექსიკონში განხილულია ინჟინერიასა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგში გამოყენებული ტერმინები და ცნებები, ყურადღება გამახვილებულია ტექნიკური სისტემებისა და ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საორიენტაციო, ტექნიკურ, ორგანიზაციულ და მმართველობით პრინციპებზე, საინჟინრო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მეთოდებსა და საშუალებებზე. მოცემულია განმარტებები, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ამწე-სატრანსპორტო საშუალებების, წნევაზე მომუშავე ქვაბებისა და ჭურჭლის უსაფრთხო ექსპლუატაციის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების, სამშენებლო–სარემონტო სამუშაოების, აგრეთვე ხანძარსაშიში და ფეთქებადსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფასთან. მოცემულია საწარმოებში გამოყენებული ნედლეულის, თანაური, საბოლოო პროდუქტებისა და საწარმოო ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები და მათი ჰიგიენური მაჩვენებლები, ტოქსიკური ნივთიერების წარმოქმნის სავარაუდო ადგილი, ადამიანის მოქმედებისას ტოქსიკური გამოვლენის ნიშნები, მათი გაუვნებლების მეთოდები და ნარჩენების გამოყენების შესაძლებლობები; სამუშაო ზონის ჰაერში ზღვრული დასაშვები კონცენტრაციები, ადამიანის ორგანიზმზე მათი მავნე მოქმედების თავიდან აცილების ღონისძიებები დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის რეკომენდაციები, პირადი და კოლექტიური დაცვის საშუალებები; საწარმოების უსაფრთხოდ და მდგრადად განვითარების, მომუშავეზე საწარმოო მავნე და საშიში ფაქტორების ზემოქმედების პოტენციური შესაძლებლობა, შრომის პირობების გაუმჯობესების, მუშათა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად საჭირო პრევენციული ღონისძიებები და მათი განხორციელების გზები.